გრეის ებოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
[[ფაილი:Grace Abbott 1929.jpg|მინი|გრეის ებოტი, [[1929]].]]
'''გრეის ებოტი''' ({{lang-en|Grace Abbott}}; დ. [[17 ნოემბერი]], [[1878]], გრანდ-აილენდი, [[ნებრასკა]], [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]], — გ. [[19 ივნისი]], [[1939]], [[ჩიკაგო]], [[ილინოისი]], აშშ) — ამერიკელი სოციალური მუშაკი, საჯარო მოხელე, პედაგოგი და რეფორმატორი; [[ედიტ ებოტი]]ს და.
 
სწავლობდა გრანდ-აილენდის კოლეჯში, შემდეგ ნებრასკის და ჩიკაგოს უნივერსიტეტებში. ჩიკაგოში მოიპოვა პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ([[1909]]). [[1908]] წელს დაიწყო მუშაობა [[ჯეინ ადამსი]]ს „ჰალ-ჰაუზში“ (სოციალური დაწესებულება, რომელიც ე.წ. სეტლემენტის მოძრაობის ფარგლებში შეიქმნა) ჩიკაგოში. იქვე ებოტი გახდა იმიგრანტთა დამცველი ლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი. [[1921]]-[[1934]] წლებში ხელმძღვანელობდა ფედერალურ სამსახურს — აშშ ბავშვთა ბიუროს, იბრძოდა ბავშვთა შრომის გამოყენების შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნისთვის. [[1924]] წელს მის მიერ ლობირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ბავშვთა შრომის აკრძალვის შესახებ გადაეცა შტატებს განსახილველად, თუმცა რატიფიცირება არ მომხდარა. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მ.შ. ყველაზე ცნობილია ორტომეული „ბავშვი და სახელმწიფო“ (The Child and the State, [[1938]]).