უბიხები (თვითსახელწოდება — თახჷ) — ხალხი, ენით, კულტურითა და ყოფით ენათესავებიან აფხაზებს, ადიღელებს, ჩერქეზებს. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ცხოვრობდნენ (დაახლ. 25 ათ. კაცი) შავი ზღვის კავკასიონის სანაპიროზე მდინარეებს შახესა და სოჭს შორის. მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მებაღეობას და გადარეკვით მეცხოველეობას. უბიხების დიდი ნაწილი გაანადგურა რუსეთის იმპერიამ, დარჩენილი ხალხი 1864 წელს გადაასახლეს თურქეთში, სადაც თანდათან შეერწყნენ იქვე გადასახლებულ ჩერქეზულ და აფხაზურ ტომებს.

საუბრობდნენ უბიხურ ენაზე. მასზე მოლაპარაკე უკანასკნელი ადამიანი, ტევფიკ ესენჩი, 1992 წელს გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში