შინაარსზე გადასვლა

ჯიჯი ჰადიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება | სიგანე = | სახელი = *ჯიჯი ჰადიდი | ფოტ...
 
ხაზი 290: ხაზი 290:
[[კატეგორია:დაბადებული 1995]]
[[კატეგორია:დაბადებული 1995]]
[[კატეგორია:დაბადებული 23 აპრილი]]
[[კატეგორია:დაბადებული 23 აპრილი]]

{{ქალები ვიკიპედიაში 2020}}

15:42, 9 თებერვალი 2020-ის ვერსია

*ჯიჯი ჰადიდი

ჯიჯი ჰადიდი 2015 წლის ნოემბერს
დაბადების სახელი ჯელენა ნორა ჰადიდი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1995 (1995-04-23) (29 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება Malibu High School
საქმიანობა მოდელი
აქტიური 1997-დღემდე
ორგანიზაცია IMG Models(ნიუ-იორკი)
სიმაღლე 1.79 სმ
წონა 57 კგ
მშობლები მამა: მუჰამედ ჰადიდი
დედა: იოლანდა ჰადიდი
ნათესავები ბელა ჰადიდი(და)
ანვარ ჰადიდი(ძმა)

ჯიჯი ჰადიდი(დ. 23 აპრილი, 1995) — ამერიკელი მოდელი. ჰადიდი თანამშრომლობს სამოდელო სააგენტო IMG Models-თან. 2016 წელს, იგი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ დასახელდა წლის საერთაშორისო მოდელად.

ადრინდელი წლები

ჯელენა ნორა ჰადიდი დაიბადა 1995 წლის 23 აპრილს, ლოს-ანჯელესში. არის უძრავი ქონების დეველოპერის, მუჰამედ ჰადიდის და ყოფილი მოდელის იოლანდა ჰადიდის პირველი შვილი. დედამისი გერმანელია, ხოლო მამისი პალესტინელი. ჰყავს და ბელა ჰადიდი და ძმა ანვარ ჰადიდი, ორივე მათგანი მოდელია. ჰყავს ორი უფროსი ნახევარ-და, მარიელა და ალანა. 2013 წელს, ჰადიდმა დაამთავრა მალიბუს უმაღლესი სკოლა, სადაც ის იყო ფრენბურთის კაპიტანი და კომპეტენტური ცხენოსანი.

სწავლის და სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად ის საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში. ჰადიდმა The New School-ში კრიმინალური ფსიქოლოგია ისწავლა, თუმცა სწავლა შეწყვიტა, რათა სამოდელო კარიერაზე გაემახვილებინა ყურადღება.

კარიერა

1997-2012

ჯიჯი ჰადიდმა სამოდელო კარიერა 2 წლის ასაკში დაიწყო, მას შემდეგ, რაც პოლ მარჩიანომ, ტანსაცმლის ბრენდ „Guess“-ის დამფუძნებელმა აღმოაჩინა. მან Baby Guess-ის მოდელირება დაიწყო. ჰადიდი სამოდელო კარიერას საბოლოოდ 2011 წელს დაუბრუნდა, მან გაანახლა მუშაობა მარჩიანოსთან, ხოლო 2012 წელს გახდა Guess-ის სახე, მან Guess-თან სამი კამპანია გადაიღო, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა.

2012-2014

ნიუ-იორკში გადმოსვლის და IMG Models-თან თანამშრობლობის შემდეგ, მან შექმნა New York Fashion Week-ის დებიუტი, როდესაც 2014 წელს, Desigual-ის შოუზე გაიარა. 2014 წლის 15 ივლისს, მან ითამაშა მსახიობთან და მოდელთან პატრიკ შვარცენეგერთან ერთად, დიზაინერის ტომ ფორდის, მიერ Eyewear შემოდგომა / ზამთრის კამპანიაზე. ის თანამასპინძლობდა Daily Front Row-ის Fashion Media Awards-ის ღონისძიებას, რომელიც ჩატარდა ნიუ იორკში, 2014 წლის 5 სექტემბერს.

ასევე მონაწილეობა მიიღო Tom Ford F / W 2014-ის, Tom Ford Velvet Orchard Fragrance და Tom Ford Beauty 2014-ის კამპანიებში. ის, 2014 წელს, იყო ჟურნალ Galore-ს და Carine Roitfeld-ის მოდის წიგნის გარეკანზე.

2015-2016: წლის მოდელი

ჰადიდი amFARის გალაზე, 2015 წელს

2015 წლის იანვარში, ჯიჯი ჰადიდი დაასახელეს Daily Front Row–ის და Maybelline-ის წლის მოდელად. 2015 წლის მარტში, ჰადიდმა მის მაშინდელ მეგობარ ბიჭთან, კოდი სიმსსონთან ერთად, მარიო ტესტინოს საფოტოგრაფო პროექტის ნაწილ-„Towel Series“-ში მიიღო მონაწილეობა. 2015 წლის მაისისთვის, მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ისეთი დიზაინერების ჩვენებებზე, როგორიცაა: მარკ ჯეიკობსი, შანელი, მაიკლ კორსი და სხვა.

ჰადიდის და, ბელა ჰადიდი, მოდელია, ისინი ერთად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა სამოდელო სააგენტოებში.

2017-დღემდე

ჯიჯი ჰადიდი თავის დასთან, ბელასთან ერთად, Anna Sui-ის ზამთრის ჩვენებაზე, 2017 წლის 15 თებერვალს

ჰადიდმა მონაწილეობა მიიღო Fendi-სა და Moschino-ს კამპანიებში. ის 2017 წელს, ასევე იყო, მაქს მარას აქსესუარების მთავარი სახე. იყო ვერსაჩეს ფოტოგრაფი გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებზე.

იგი 2018 წლიდან დღემდე, თანამშრომლობს გაეროს ბავშთა ფონდთანთან, 25 აგვისტოს, იგი ბანგლადეშში გაეგზავრა, თავისი პირველი მისიის შესასრულებლად.

2019 წლის თებერვალს, მან მესამეჯერ მიიღო მონაწილეობა ვიქტორია სეკრეტის მოდის ჩვენებაზე.

ფილმოგრაფია

ტელევიზია და ფილმოგრაფია

Year Title Role Notes
2012 Virgin Eyes Andrea Short film
2012–2016 The Real Housewives of Beverly Hills Herself Multiple appearances (season 3 – 6)
2015 Those Wrecked by Success Herself Short film
2016 MasterChef Herself Episode: "MasterChef Celebrity Showdown"
RuPaul's Drag Race Guest judge Episode: season 8, week 5
Lip Sync Battle Herself Episode: "Gigi Hadid vs. Tyler Posey"
iHeartRadio Much Music Video Awards Host
American Music Awards Host
2018 Ocean's 8 Herself Cameo
Pirelli Calendar Herself Short film by Albert Watson

მუსიკალური ვიდეოები

Year Title Artist Role
2014 "Surfboard" Cody Simpson Herself
"Simplethings" Miguel Love interest
2015 "Bad Blood" Taylor Swift Slay-Z
"Flower" Cody Simpson Herself
"How Deep Is Your Love" Calvin Harris and Disciples Girl in love
"Cake by the Ocean" DNCE Director
2016 "Pillowtalk" Zayn Girlfriend

მუსიკები

Year Title Artist Role
2007 "The Little Drummer Boy" on Noël Josh Groban Backing vocals
"I'll Be Home for Christmas" on Noël Josh Groban Backing vocals

ჯილდოები და ნომინაციები

Year Association Category Result Ref.
2015 First Annual Fashion Los Angeles Awards Model of The Year მოგებული [1][2]
Teen Choice Awards Choice Model ნომინირებული [3]
2016 TRL Awards Best Look მოგებული [4]
Teen Choice Awards Choice Female Hottie ნომინირებული [5]
British Fashion Awards International Model of the Year მოგებული [6]
2017 Third Annual Fashion Los Angeles Awards Best Design Debut მოგებული [7]
Teen Choice Awards Choice Model ნომინირებული [8]

გარე ბმულები

  1. Roche, Eddie. (January 14, 2015) Gigi Hadid Signs With Maybelline, Nabs Model of the Year Award. FashionWeekDaily.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 20, 2015.
  2. Smith, Stephanie. (January 8, 2015) 'It' girl Gigi Hadid nabs model of the year award. New York Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 24, 2016.
  3. Wave 2 Nominees. Teen Choice Awards (Fox Broadcasting) (November 12, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 11, 2016.
  4. Vincitori 2016. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 22, 2016. ციტირების თარიღი: January 5, 2017.
  5. First Wave of 'Teen Choice 2016' Nominees Announced and #` Voted Surfboard Revealed. Teen Choice Awards (Fox Broadcasting). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 1, 2016. ციტირების თარიღი: June 5, 2016.
  6. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის bbc.co.uk არ არის მითითებული ტექსტი; $2
  7. Yolanda Hadid Accepts Gigi's Fashion Award While She Has the Flu. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 6, 2017.
  8. Vulpo, Mike. (July 12, 2017) Teen Choice Awards 2017 Reveal 'Second Wave' of Nominations. E!. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 12, 2017. ციტირების თარიღი: July 12, 2017.