შინაარსზე გადასვლა

თომ მეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:Orphan

ფაილი:Thome Mayne Cooper Union.jpg
კუპერ იუნიონის ახალი აკადემიური შენობა, ნიუ-იორკი.

თომ მეინი (Thom Mayne; დ. 19 იანვარი, 1942, უოტერბერი, კონექტიკუტი), ამერიკელი არქიტექტორი ლოს-ანჯელესიდან. განათლება მიიღო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში (1969) და ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის უმაღლეს სკოლაში (1978). 1972 წელს სამხრეთ კალიფორნიის არქიტექტურის ინსტიტუტის (SCI-ARC) დაფუძნებაში მიუძღვის წვლილი. მას შემდეგ ასწავლიდა SCI-ARC-ში, კალიფორნიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და კალიფორნიის უნივერსიტეტში ლოს-ანჯელესში. ამჟამად ის ხელმძღვანელობს კომპანიას Morphosis, რომლის მთავარი ოფისი სანტა-მონიკაში, კალიფორნია, მდებარეობს. მეინმა პრიცკერის პრემია მიიღო 2005 წლის მარტში.