შინაარსზე გადასვლა

მოსიარულე მკვდრები (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსიარულე მკვდრები

ოფიციალური ლოგო
ჟანრი
ავტორი ფრენკ დარაბონტი
ეფუძნება რობერტ კირკმენი, ტონი მური და ჩარლი ადლარდი„მოსიარულე მკვდრები“
მონაწილეობენ ენდრიუ ლინკოლნი
ჯონ ბერთალი
ლორი ჰოლდენი
ნორმან რიდასი
გახმოვანება ინგლისური
კომპოზიტორ(ებ)ი ბეარ მაკ-კრირი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
სეზონი 8
ეპიზოდი 115 (ეპიზოდების სია)
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი
პროდიუსერ(ებ)ი
  • ჯოლი დეილი
  • კალებ უომბლი
  • პოლ გადი
მონტაჟი
  • ჯულიუს რამზი
  • ჰანტერ მ. ვია
  • ავი ლიუ
  • ნათან განი
  • რეიჩელ გუდლეტ კაცი
  • კელი დიქსონი
ადგილ(ებ)ი ჯორჯია, აშშ
ოპერატორი
ხანგრძლივობა 42–67 წუთი
კომპანია
დისტრიბუტორი
ეთერი
აუდიო ფორმატი
პირველად ეთერში 31 ოქტომბერი, 2010 – დღემდე
დაკავშირებული შოუები
რესურსები ინტერნეტში
საიტი

მოსიარულე მკვდრები (ინგლ. The Walking Dead) — ამერიკული ტელესერიალი, გადაღებული რეჟისორ ფრენკ დარაბონტის მიერ. იგი დაფუძნებულია რობერტ კირკმენის, ტონი მურისა და ჩარლი ადლარდის ამავე სახელწოდების კომიქსების სერიაზე. მთავარ როლშია ენდრიუ ლინკოლნი, რომელიც შერიფის მოადგილის, რიკ გრაიმზის როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი იღვიძებს ხანგრძლივი კომიდან და აღმოაჩენს, რომ მთელი მსოფლიო მოიცვა ინფექციამ და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იქცა „მოსიარულეებად“ წოდებულ სისხლის მსმელ ზომბებად. გრაიმზი ნახულობს მის ოჯახს და ხდება ჯგუფის ლიდერი, რომელსაც ქმნის სხვა გადარჩენილ ადამიანებთან ერთად. ისინი ერთად იბრძვიან გადარჩენისთვის და ცდილობენ შეეგუონ პოსტაპოკალიპტურ სამყაროს, რომელიც ავსებულია ზომბებითა და ადამიანებისგან შემდგარი მოწინააღმდეგე ჯგუფებისგან, რომელებიც, ზოგჯერ უფრო სახიფათოები არიან ვიდრე „მოსიარულეები“. სერიალში მოქმედება ვითარდება ატლანტაში (ჯორჯია), მოგვიანებით კი ალექსანდრიაში (ვირჯინია).

სერიალის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 31 ოქტომბერს აშშ-ში, ექსკლუზიურად ნაჩვენები იქნა საკაბელო ტელეარხ AMC-ზე. სერიალის მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე, AMC ყოველწელიწადს უშვებს ახალ სეზონს. 2018 წლის 7 ოქტომბერს შედგება სერიალის მეცხრე სეზონის პირველი სერიის დებიუტი. 2015 წლიდან AMC გადასცემს „მოსიარულე მკვდრების“ სპინოფს სახელად „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების“.

სერიალს წილად ხვდა დადებითით შეფასებები კნოკრიტიკოსებისგან, თუმცა მომდევნო სეზონებს შერეული შეფასებები ერგოთ. პროექტი ნომინირებული იქნა სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალებზე, მათ შორისა; აშშ-ის სცენარისტთა გილდია და ოქროს გლობუსი.

სერიალის მიმოხილვა

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

„მოსიარულე მკვდრებში“ მოქმედება მიმდინარეობს ზომბი-აპოკალიპსის პერიოდში. ზომბები, რომელებიც პირობითად მოიხსენიაბიან როგორც „მოსიარულეები“, ჭამენ ყველა ცოცხალ არსებას. დასაწყისში გადარჩენილებს ჰგონიათ, რომ ადამიანები მხოლოდ კბენის შედეგად იქცევიან ზომბებად, თუმცა შემდგომში ირკვევა, რომ ყველა ცოცხალი ადამიანი ვირუსის მატარებელია და მისი გარდაცვალების შემდეგ ზომბად იქცევა, ხოლო მისი მოკვლა შესაძლებელია მხოლოდ ტვინის დაზიანებით ან სხეულის სრულად განადგურებით.

სერიალის ცენტრშია შერიფის მოადგილე რიკ გრაიმზი, რომელიც დიდხნიანი კომის შემდეგ იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მთელი მსოფლიო შეპყრობილია ზომბებით. შემდგომში იგი ხდება ატლანტის გადარჩენილთა ჯგუფის ლიდერი და ცდილობს საკუთარი ჯგუფის გადარჩენას არა მარტო ზომბების, არამედ სხვა მტრულად განწყობილი გადარჩენილთა ჯგუფისაგან.

სეზონიეპიზოდი ეთერში
პირველად ეთერშიუკანასკნელად ეთერში
1631 ოქტომბერი, 2010 (2010-10-31)5 დეკემბერი, 2010 (2010-12-05)
21316 ოქტომბერი, 2011 (2011-10-16)18 მარტი, 2012 (2012-03-18)
31614 ოქტომბერი, 2012 (2012-10-14)31 მარტი, 2013 (2013-03-31)
41613 ოქტომბერი, 2013 (2013-10-13)30 მარტი, 2014 (2014-03-30)
51612 ოქტომბერი, 2014 (2014-10-12)29 მარტი, 2015 (2015-03-29)
61611 ოქტომბერი, 2015 (2015-10-11)3 აპრილი, 2016 (2016-04-03)
71623 ოქტომბერი, 2016 (2016-10-23)2 აპრილი, 2017 (2017-04-02)
81622 ოქტომბერი, 2017 (2017-10-22)15 აპრილი, 2018 (2018-04-15)
916[1]7 ოქტომბერი, 2018 (2018-10-07)[2]ცნობილი გახდება

სეზონები

მეორე სეზონის მთავარი გმირები:რიკი,სოფია,ქეროლი,ლორი,ქარლი,თი-დოგი,გლენი,ანდრეა, დეილი,დერილი დაშეინი.

პირველი სეზონის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 31 ოქტომბერს აშშ-ში საკაბელო სატელევიზიო არხზე AMC და მოიცავდა 6 სერიას (ეპიზოდს), მისი პრემიერა 5.35 მილიონმა ადამიანმა ნახა. პირველმა სეზონმა რამდენიმე ნომინაცია მიიღო,მათშორის აღსანიშნავია საუკეთესო სატელევიზიო დრამა სერიალის ნომინაცია ოქროს გლობუსის რიგით 86-ე დაჯილდოებაზე. მოსიარულე მკვდრები ასევე ნომინირებული იყო Writers Guild of America Awards-ზე 2011 წლის საუკეთესო სერიალისთვის.

მეორე სეზონის პრემიერა გაიმართა 2011 წელს და მოიცავდა 13 სერიას(ეპიზოდს),მისი პრემიერა 7.25 მილიონმა ადამიანმა ნახა.სერიალმა Primetime Emmy Awards Emmy Awards-ზე მიიღო 3 ნომინაცია,მოიგო ჯილდო საუკეთესო სატელევიზიო პრეზენტაციისთვის ნორმან რიდესმა მიიღო საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობის როლი ტელევიზიაში.მეორე სეზონს დაემატნენ ახალი მსახიობები: ლორენ კოჰანი, სქოტ ვილსონი, ჯეინ მაკნეილი და სხა.

მესამე სეზონის პრემიერა გაიმართა 2012 წლის 14 ოქტომბერს,რომელიც 10.87 მილიონმა ადამიანმა ნახა. სეზონი მოიცავს 16 სერიას(ეპიზოდს),აქედან 8 სერია 2012 წელს გამოვიდა,ხოლო დანარჩენი რვა სერიას 2013 წლის 10 თებერვლიდან გამოუშვებენ და მეთექვსმეტე სერიის ჩვენება დაგეგმილია 2013 წლის 31 მარტს. მესამე სეზონს დაემატნენ მსახიობები: დანაი გურირა (მიშონი)], დეივიდ მორისი (გუბერნატორი), მაიკლ რუკერი, მერლ დიქსონი და სხვა.

მეოთხე სეზონის პრემიერა გაიმართა 2013 წლის 13 ოქტომბერს. სეზონი მოიცავს 16 სერიას(ეპიზოდს) და როგორც მესამე სეზონი გაიყოფა ორ ნაწილად, პირველი 8 სერია 2013 წელს გამოვა, ხოლო დანარჩენი 8 სერია 2014 წლის თებერვლიდან. 2013 წლის 29 ოქტომბერს სატელევიზიო არხმა AMC გააგრძელა სერიალი მეხუთე სეზონზე.

პირველი სეზონი

ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობის გამო შერიფის მოადგილე რიკ გრაიმზი ვარდება კომაში. ჰოსპიტალში გამოღვიძების შემდეგ აღმოჩენს, რომ მთელი მსოფლიო შეპყრობილია ზომბებით. რიკი მარტო მოგზაურობს ატლანტაში, რათა იპოვოს თავისი ცოლი, ლორი და შვილი, კარლი. მას შემდეგ რაც იგი ნახულობს მის ოჯახს, მის თანამშრომელს, შეინ უოლშსა და სხვა გადარჩენილებს, ჯგუფთან ერთად მიემართება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში, სადაც დახვდებათ ცენტრის ერთადერთი გადარჩენილი თანამშრომელი, რომლისგანაც გაიგებენ, რომ ვირუსისგან განკურნება შეუძლებელია.

მეორე სეზონი

რიკის ჯგუფი ტოვებს ატლანტას და ბინას იდებს ჰერშელ გრინის ფერმაში. ამავდროულად ისინი ეძებენ ჯგუფის წევრის, კეროლის დაკარგულ ქალიშვილ სოფიას. რიკის ჯგუფსა და ჰერშელის ოჯახს შორის მდოგმარეობა დაიძაბება, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება, რომ ჰერშელს ერთ-ერთ ბეღელში დამწყვდეული ჰყავს „მოსიარულეები“, მათ შორის ზომბად ქცეული სოფია. რიკს და შეინს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო უარესდება, რადგანაც რიკი გაიგებს, რომ მისი ცოლი ლორი ორსულადაა. ერთმანეთში შეხლახლა-შემოხლისას, რიკი, თავდაცვის მიზნით ჰკლავს შეინს, ხოლო კარლი ესვრის შეინს მას შემდეგ, რაც ის გადაიქცევა. ხმაური მიიქცევს ზომბების ყურადღებას და ჯგუფი იძულებული გახდება დატოვოს ფერმა.

მესამე სეზონი

ჰერშელის ფერმიდან წამოსვლიდან ექვსი თვის შემდეგ, ისინი აღმოაჩენენ ციხეს, რომელსაც ასუფთვებენ ზომბებისგან და იქ სახლდებიან. რიკის ცოლი, ლორი მშობიარობას გადაყვება, ამის გამო რიკი საკუთარ თავში ჩაიკეტება. ამავდროულად, ანდრეას გადაარჩენს მიშონი. მოგზაურობისას, მიშონი და ანდრეა აღმოჩენენ საიმედოდ გამაგრებულ ქალაქს ვუდბერის, რომელსაც ხელმძღვანელობს ადამინი, რომელიც იწოდება გუბერნატორად. გუბერნატორი გაიგებს რიკის ჯგუფის ადგილსამყოფელის შესახებ და წამოიწყებს ომს მათ წინააღმდეგ. საბოლოოდ რიკი და მისი ხალხი ანადგურებენ ვუდბერის, მაგრამ გუბერნატორი კლავს ანდრეას და გარბის. ვუდბერის მოსახლეობა შეუერთდება რიკის ჯგუფს ციხეში.

მეოთხე სეზონი

გუბერნატორის თავდასხმიდან რამდენიმე თვის შემდეგ გაურკვეველი გრიპი კლავს ციხის მოსახლეობის უმეტესობას. ამ დროს გუბერნატორი ნახულობს თავის ყოფილ მარჯვენა ხელს, კლავს მას, კონტროლს ამყარებს მის ჯგუფზე და მათი დახმარებით ანადგურებს ციხეს. ბრძოლისას იღუპება გუბერნატორი და ჰერშელი. გადარჩენილები გაიყოფიან და სხავადასხვა მიმართულებით წავლენ. გარკვეული ხნის შემდეგ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩენენ ქუჩაში მინიშნებას უსაფრთხო „სამოთხის“ შესახებ სახელად „ტერმინუსი“. საბოლოოდ ჯგუფი კვლავ გაერთიანდება ტერმინუსში, თუმცა იქ მათ შეიპყრობენ ტერმინუსის მოსახლეები.

მეხუთე სეზონი

მეექვსე სეზონი

მეშვიდე სეზონი

მერვე სეზონი

მეცხრე სეზონი

მსახიობები და როლები

ძირითადი შემადგენლობა

მსახიობი პერსონაჟი სეზონი
1 2 3 4 5 6 7 8
ენდრიუ ლინკოლნი რიკ გრეიმსი მუდმივი
ჯონ ბერნტალი შეინ უოლში მუდმივი კამეო
სარა უეინ კელისი ლორი გრეიმსი მუდმივი
ლორი ჰოლდენი ანდრეა მუდმივი
ჯეფრი დემანი დეილ ჰორვატი მუდმივი
სტივენ იონი გლენი მუდმივი
ჩენდლერ რიგზი კარლ გრეიმსი მუდმივი
ნორმან რიდუს დერილ დიქსონი განმეორებადი მუდმივი[3]
მელისა მაკბრაიდი კეროლ პელეტიე განმეორებადი აგრეთვე როლებში მუდმივი[4]
მაიკლ რუკერი მერლ დიქსონი სტუმარი მუდმივი
ლენი ჯეიმზი 'მორგან ჯონსი სტუმარი სპეციალური სტუმარი განმეორებადი მუდმივი
ლორენ კოენი მეგი გრინი განმეორებადი მუდმივი
სკოტ უილსონი ჰერშელ გრინი განმეორებადი აგრეთვე როლებში მუდმივი
ემილი კინი ბეტ გრინი განმეორებადი აგრეთვე როლებში მუდმივი[5]
დანაი გურირა მიშონი (შემცვლელი) მუდმივი
დევიდ მორისი ფილიპ ბლეიკი / „გუბერნატორი“ მუდმივი სპეციალური სტუმარი
ჩად კოულმენი ტაირიზ უილიამსი განმეორებადი აგრეთვე როლებში მუდმივი[5]
სონიკუა მარტინ-გრინი საშა უილიამსი განმეორებადი აგრეთვე როლებში მუდმივი[5]
ლოურენს ჯილიარდ უმც. ბობ სტუკი აგრეთვე როლებში
ალანა მასტერსონი ტარა ჩამბლერი განმეორებადი აგრეთვე როლებში მუდმივი[5]
მაიკლი კუდლიტცი ებრაჰამ ფორდი განმეორებადი მუდმივი[5]
ჯოშ მაკდერმიტი იუჯინ პორტერი განმეორებადი აგრეთვე როლებში მუდმივი[5]
ქრისტიან სერატოსი როსიტა ესპინოზა განმეორებადი აგრეთვე როლებში მუდმივი[5]
ენდრიუ ჯ. უესტი გარეთი განმეორებადი აგრეთვე როლებში
სეთ გილიამი გაბრიელ სტოუკი აგრეთვე როლებში მუდმივი[5]
როს მარქუანდი აარონი განმეორებადი აგრეთვე როლებში მუდმივი[5]
ტოვა ფელდშუ დიანა მონრო განმეორებადი აგრეთვე როლებში
ალექსანდრა ბრეკენრიჯი ჯესი ანდერსონი განმეორებადი აგრეთვე როლებში
ოსტინ ნიკოლსი სპენსერ მონრო განმეორებადი აგრეთვე როლებში
კეიტლინ ნეიქონი ენიდი განმეორებადი აგრეთვე როლებში
ოსტინ ამელიო დუაიტი განმეორებადი აგრეთვე როლებში
ტომ პეინი პოლ "იესო" როვია განმეორებადი აგრეთვე როლებში
ქსანდერ ბერკლი გრეგორი განმეორებადი აგრეთვე როლებში
ჯეფრი დინ მორგანი ნიგანი სპეციალური სტუმარი განმეორებადი აგრეთვე როლებში
სტივენ ოგი საიმონი სტუმარი განმეორებადი აგრეთვე როლებში
ხარი პეიტონი ეზეკიელი აგრეთვე როლებში
პოლიანა მაკინტოში ჯედისი განმეორებადი აგრეთვე როლებში

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Prudom, Laura. (13 იანვარი, 2018) The Walking Dead Renewed for Season 9, Angela Kang Promoted to Showrunner. IGN. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2018.
  2. Goldberg, Lesley. (20 ივლისი, 2018) 'Walking Dead' Season 9 Trailer Debuts at Comic-Con. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2018.
  3. 'The Walking Dead' Promotes Lauren Cohan To Regular. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-22. ციტირების თარიღი: 2012-10-26.
  4. Michael Ausiello. (4 апреля 2013) Melissa McBride Clears Up Walking Dead Contract Mystery, Declares: 'I Am a Series Regular'. TV Line. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-18. ციტირების თარიღი: 2013-04-07.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 5.8 Nellie Andreeva. (3 апреля 2013) ‘The Walking Dead’ Ups Trio To Regulars. Deadline.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-05. ციტირების თარიღი: 2013-04-04.