შინაარსზე გადასვლა

ილინდენის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
23:23, 23 თებერვალი 2021-ის ვერსია, Pugswin2 (განხილვა | წვლილი) (უფრო ადვილი გასაგები სურათი)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ილინდენის აჯანყებამაკედონიისა და ოდრინის თრაკიის მოსახლეობის აჯანყება ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. აჯანყებას ხელმძღვანელობდა შიდა მაკედონურ-ოდრინული რევოლუციური ორგანიზაცია.

აჯანყება დაიწყო ილინ-დენის დროს, 1903 წლის 2 აგვისტოს. მოიცვა ძირითადად მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ბიტოლის ვილაიეთი. აჯანყებულებმა დაიკავეს რამდენიმე სოფელი, ხოლო 4 აგვისტოს ნიკოლა კარევის ხელმძღვანელობით აიღეს ქალაქი კრუშევო და გამოაცხადეს კრუშევოს რესპუბლიკა, რომელმაც იარსება 13 აგვისტომდე.

20 ათასამდე ცუდად შეიარაღებულ აჯანყებულებს დაუპირისპირდა 200-ათასიანი თურქული არმია. აჯანყება სექტემბრის თვეში სასტიკად ჩაახშეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]