შინაარსზე გადასვლა

ნატალი ვუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალი ვუდი
სხვა სახელები ნატაშა გურდინი (ინგლ. Natasha Gurdin)
მეუღლე(ები)

რობერტ ვაგნერი (1957-1962)

რიჩარდ გრეგსონი (1969-1971)

რობერტ ვაგნერი (1972-1981)

ნატალი ვუდი, დაბადებული როგორც ნატალია ნიკოლაევნა ზახარენკო (დ. 20 ივლისი, 1938, სან-ფრანცისკო, კალიფორნია — გ. 29 ნოემბერი, 1981, სანტა კატალინას კუნძული, კალიფორნია) იყო სამგზის ოსკარის ნომინანტი ამერიკელი მსახიობი. ის ხუთი წლიდან ეკრანზე ჩანდა, მიიღო მონაწილეობა ბევრ წარმატებულ ჰოლივუდურ ფილმში და განსხვავებით ბევრი ბავშვი მსახიობისა, მან მოიპოვა სრულფასოვანი, არაბავშვური როლები, განსაკუთრებით კი შესამჩნევია: „აჯანყება უმიზეზოდ“ (1955) და „დასავლური ისტორია“ (1961). 25 წლის ასაკისათვის ის უკვე სამგზის ოსკარის ნომინანტი იყო ფილმებისათვის: „აჯანყება უმიზეზოდ“, „ბრწყინვალება ბალახში“ და „სიყვარული შესაფერის უცნობთან“. მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ჟურნალმა „Time“-მა აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული შექებები ვუდის მიმართ მწირი იყო მისი კარიერის მანძილზე, „მას ყოველთვის ჰქონდა სამუშაო“.