შინაარსზე გადასვლა

ბუტოვო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთი ბუტოვო

ბუტოვო (რუს. Бутово) — ისტორიული ადგილი მოსკოვის წრიული საავტომობილო გზის (МКАД) სამხრეთით. აერთიანებს მოსკოვის ორ რაიონს: ჩრდილოეთ და სამხრეთ ბუტოვოს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ადმინისტრაციულ ერთეულში.

გეოგრაფია და ჰიდროგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუტოვო მდებარეობს მოსკოვის ყველაზე მაღალ ადგილას (აბსოლუტური სიმაღლე 260 მ-მდე).[1] ბუტოვოს ტყიდან (სიმაღლე 228 მ.) ყოფილ სააგარაკე დასახლება — ბუტოვოსკენ მიემართება დაღმართი. ბუტოვოს ტერიტორიაზე წყლის სისტემების დიდი რაოდენობა. მდინარეები: ბიტცა (მიედინება რაიონის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით), გვოზდიანკა (ქმნის წყალსაცავების კასკადს), ლოპენკა, კორიუშკა (თავისი წყალსაცავთა კასკადით), მოვია, ციგანკა (მდ.სოსენკას შენაკადი), ჩეჩიორკა და მისი მარცხენა შენაკადი, რამდენიმე წყალსაცავი. მათ შორის, სამი ბოტანიკური ბაღის — ვილარის ტერიტორიაზეა.

ხელსაყრელი ეკოლოგიური სიტუაცია განპირობებულია სამრეწველო საწარმოების სიმცირით. (რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში ფუნქციონირებდა ბუტოვოს კომბინატი და ქიმიური ქარხანა, რომელიც ამჟამად არ მუშაობს).

ბუტოვოს გაჩერებას სახელი მიენიჭა სოფ.ბუტოვოსგან, რომლის ირგვლივაც გაშენდა დასახლება ბუტოვო. ის 1984-1985 წწ. შევიდა მოსკოვის შემადგენლობაში და მისცა დასახელება ქალაქის ორ თანამედროვე რაიონს — ჩრდილოეთ და სამხრეთ ბუტოვოს. სოფელი ბუტოვო აგრძელებდა არსებობას მოსკოვის რაიონის ტერიტორიაზე და 2019 წელს მიიღო დაბის სტატუსი (განსხვავდება დაბა ბუტოვოსგან, რომელიც მოსკოვის შემადგენლობაში შედის).

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩრდილოეთ ბუტოვო
სამხრეთ ბუტოვო
  1. Самая высокая точка Москвы
  2. https://hramushakova.ru/index.php/about/letopis
  3. Протоиерей Кирилл Каледа
  4. ПОСЛЕСЛОВИЕ К СПИСКАМ ЗАХОРОНЕННЫХ В «КОММУНАРКЕ»