შინაარსზე გადასვლა

მომხმარებელი:Giosose1999/Accept

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Accept

Accept 2022 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Accept
აგრეთვე ცნობილი როგორც Band X (1968–1976)
წარმოშობა ზოლინგენი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი
აქტიური
  • 1968–1989
  • 1992–1997
  • 2005
  • 2009–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები მარკ ტორნილო
ვოლფ ჰოფმანი
უვე ლულისი
კრისტოფერ იულიამსი
მარტინ მოტნიკი
ფილიპ შოუსი
ყოფილი წევრები მიხაელ ვაგენერი
უდო დირკშნაიდერი
იორგ ფიშერი
ფრანკ ფრიდრიხი
შტეფან კაუფმანი
დევიდ რისი
იან კემეტი
ჯიმ სტეისი
გერჰარდ ვალი

Acceptგერმანული მეტალ ჯგუფი, ქალაქ ზოლინგენიდან (გერმანია). შეიქმნა 1976 წელს გიტარისტ ვოლფ ჰოფმანის, უდო დირკშნეიდერის, გერჰარდ უოლთანის, პიტერ ბალტესისა და ფრენკ ფრიდრიხთანის მიერ. ჯგუფი აქტიურად იღებს სათავეს 1960-იანი წლების დასაწყის Band-X-ის სახელწოდებით. კოლექტივის შემადგენლობა წლების განმავლობაში განიცდიდა ცვლილებებს.

ჯგუფის შემადგენლობა: ვოლფ ჰოფმანი - სოლო გიტარისტი, მარკ ტორნილო - ვოკალი, რითმ გიტარისტები - უვე ლულისი, ფილიპ შაუსი, დრამერი კრისტოფერ უილიამსი და ბას გიტარა: მარტინ მოტნიკი. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ვოლფ ჰოფმანი (სოლო გიტარისტი) არის ერთადერთი უცვლელი ბენდის წევრი, აგრეთვე მას წვრილი მიუძღვის თითოეულ სტუდიო/ლაივ ალბომის შექმნა/დამუშავებაში.

მათმა მუსიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სწრაფი, თრეშ მეტალის განვითარებაში, ისინი იქცნენ გერმანული მეტალის ფუძემდებლებად 1980წლების დასაწყისში, შემდეგ წლებში კი მსოფლიო მაშტაბის სცენის ნაწილი ,მათი იმ დროინდელი გავლენა და ახალი მიმდინარეობა მეტალში იქნა შთაგონება სხვადასხვა ბენდებისათვის, მაგალითად: :მეტალიკა, მეგადეთი, სლეიერი, პანტერა, ანტრაქსი, განს-ენ-როუზსი, მოთლი ქრუელ,ალის ინ ჩეინსი, საუნდგარდენი, ოვერქილი, ექსოდუსი, ანნიჰილატორი და ასევე თანამემამულე გერმანელი ჯგუფებისათვის: ჰელოუინი, Blind Guardian, დორო, სოდომი, Rage და Gravey Digger.

ჯგუფის 1983 წლის ალბომია Balls to the Wall, რომელიც შემდგომში გახდა მათი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი. ალბომში შესულია ცნობილი ჰიტი ამავე სათაურით (Balls to the Wall) რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში მიიღო ოქროს სერტიფიკატი, რის შემდეგაც მსოფლიო მაშტაბით პოპულარობა მოიპოვა.

ჯგუფის დაშლა და რეორგანიზება მოხდა რამოდენიმეჯერ, პირველად: 1989 წელს, Eat the Heat ალბომის გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში (იმ დროისათვის ერთადერთი ალბომი სოლისტ დირკშნაიდერის შემცვლელ, დევიდ რისთან). გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დევიდი დაუბრუნდა ბენდს 1992 წელს და შედგა კიდევ სამი ალბომი. საბოლოოდ, დევიდ რისმა ჯგუფი 1997 წელს დატოვა.

2005 წელს უდო დირკშნეიდერი ჯგუფს დაუბრუნდა, თავდაპირველი შემადგონლობით ჯგუფმა Wacken Open air 2005-ზე შეასრულა ცნობილი ჰიტები, რასაც მოყვა გულშემატკივრების აღფრთოვანება. სამწუხაროთ, ვერ მოხერხდა მუხტის შენარჩუნება და მცირე ხნის შემდეგ ჯგუფი ისევ დაიშალა.

ხელახლა გაერთიანება მოხდა 2009 წელს. უდო დირკშნაიდერი (ჯგუფის სოლისტი რომელმაც ჯგუფის რეორგანიზებაზე უარი განაცხადა) ჩაანაცვლა T.T Quick-ის ყოფილმა სოლისტმა, მარკ ტორნილომ. მარკ ტორნილოსთან ერთად ჩაიწერა ხუთი სტუდიო ალბომი: Blood of the Nations (2010), Stalingrad (2012). , Blind Rage (2014), The Rise of Chaos (2017) და Too Mean to Die (2021). იმ დროისთვის გერმანიაში, მათი ალბომები ტოპ ათეულში მოხვდა.

1968 წელს, უდო დირკშნაიდერმა და მაიკლ ვაგენერმა შექმნეს ჯგუფი სახელად Band X, (ამჟამად Accept). მრავალი წლის განმავლობაში ჯგუფი განიცდიდა ცვლილებებს. ამ არასტაბილურობამ გამოიწვია სამოყვარულო დონე, შესრულების სტილსა და ორგანიზებაში, გამომდინარე აქედან, ჯგუფი იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე ლაივ კონცერტებზე. Accept-ის პროფესიული კარიერა დაიწყო 1976 წელს, მას შემდეგ რაც მიიწვეულ იქნენ გერმანიის ერთ-ერთ როკ-ენ-როლ ფესტივალზე - Rock am Rhein. ფესტივალის შემდეგ ჯგუფმა მიიღო სტუდიური ალბომის ჩაწერის შემოთავაზება, რაზეც ისინი დათანხმდნენ.1979 წელს,შეიქმნა პირველი სტუდიო ალბომი (Accept) მაგრამ სათანადო კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია.

თავდაპირველად, ჯგუფის უცვლელი შემადგენლობა იყო ვოკალისტი: უდო დირკშნაიდერი, გიტარისტი: ვოლფ ჰოფმანი და გერჰარდ უოლისგანი, ბასისტი: პიტერ ბალტესი და დრამერი: ფრენკ ფრიდრიხი. ფრიდრიხმა და უოლმა ჯგუფი დატოვეს ალბომ: Accept-ის გამოსვლის შემდგომ. ისინი ჩაანაცვლა სტეფან კაუფმანმა და იორგ ფიშერმა. ამ შემადგენლობით ჩაიწერა ალბომი: I'm a Rebel 1980 წელს. ტრეკი: "მე მეაბბოხე ვარ" თავდაპირველად დაიწერა ჯგუფ: AC/DC-სთვის მაგრამ არ იქნა გამოშვებული პუბლიკისათვის. ალბომმა მედიის ყურადღება მიიპყრო, ჯგუფი მიწვეულ იქნა კომერციულ გადაცემაში.

1981 წელს შემდეგი ალბომი:Breaker ჩაიწერა, ახალი მენეჯრის, Gaby Hauke-ის მიერ. იმ დროისათვის მიმდინარე Judas Priest-ის მსოფლიო მაშტაბის ბლითზ ტურს შეუერთდა ჯგუფი Accept-ი და პირველად მიიპყრო ყურადღება ევროპის ფარგლებს მიღმა, მსოფლიო მაშტაბით..

ალბომი: Restless and Wild გამოვიდა 1982 წელს. იორგ ფიშერმა(რითმ გიტარისტმა) და იან კომეტმა (სოლო გიტარისტმა) ჯგუფი ალბომის ჩაწერამდე დატოვეს. Restless and Wild-მა მოახდინა ევოლუცია ჯგუფის ჟღერადობაში, დაიმსახურა აღიარება და წვრილი: სპიდ მეტალის აღორძინებასა და დაარსებაში.

ალბომიდან ორ ნაწარმოებზე გაბი ჰაუკეს "ყრუს"უწოდეს.

მთავარი წარმატება (1983–1987)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი ალბომი, Balls to the Wall, გამოვიდა 1983 წელს, ახლა გიტარისტ, ჰერმან ფრანკთან ერთად (ყოფილი გიტარისტი ჯგუფ Sinner-ში). ალბომი კონცეპტუალური იყო და მოიცავდა ლირიკულ თემებს, პოლიტიკას და ადამიანური ურთიერთობებს. მაგალითად, "Balls to the Wall" ეხება მონებს, რომლებიც აჯანყდებიან მჩაგვრელი ბატონების წინააღმდეგ, ხოლო "Fight It Back" არის სოციალური შეუსაბამობების შესახებ, რომლებიც იბრძვიან კონფორმიზმის წინააღმდეგ.

1983 წლის გასტროლებზე ჯგუფი შემთხვევით შეხვდა იორგ ფიშერს (ყოფილ გიტარისტს), ხოლო ჰაუკეს დაჟინებული თხოვნით იგი ჯგუფს შემოუერთდა.

მსოფლიო ტურნირზე გავიდნენ 1984 წელს, მათ შორის Monsters of Rock ფესტივალზე. ამ დროისთვის ჯგუფს მხარს უჭერს Bad Steve, რომელსაც ხელმძღვანელობს Accept და Band X-ის ყოფილი წევრები დიტერ რუბახი, იან კომეტი და ფრენკ ფრიდრიხი.საპატიო მიწვევით ჯგუფმა გახსნა Iron Maiden-ის მსოფლიო მონობის ტურნე იმავე დღეს.

ალბომი: Metal Heart გამოვიდა 1985 წელს, ჯგუფ:Scorpions-ის პროდიუსერის, დიტერ დიერქსის ხელმძღვანელობით. ალბომის წარმატებით ჯგუფმა მიაღწია მსოფლიო მაშტაბის პიკს და მათი ნამუშევარი ცოცხლად შესრულებული იქნა მსოფლიო მაშტაბით.

შემდეგი ალბომი: Russian Roulette გამოვიდა 1986 წელს.

1987 წელს, უდო დირკშნაიდერი დაითხოვეს ჯგუფიდან. მან მოგვიანებით გადაწყვიტა სოლო კარიერა დაეწყო. ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად, ჯგუფის საავტორო გუნდმა უდოს დაუწერა სრული ალბომი: Animal House, რომელიც გამოვიდა 1987 წელს, სახელად U.D.O.

დევიდ რისის პერიოდი და პირველი შესვენება (1988-1991)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Animal House-ზე მუშაობის პარალელურად ჯგუფმა დაიწყო სოლისტების შერჩევა. ჯგუფმა მიიღო რამოდენიმე მომღერალი, მათ შორის მაიკლ უაიტი, კენ ტამპლინი, და Baby Tuckoo-ს სოლისტი: რობ არმიტაჟი. ისინი ფოტოებსა და მეტალ ჟურნალის ინტერვიუებში ხვდებოდნენ ჯგუფთან ერთად. მათ ასევე ჩაწერილი აქვთ რამოდენიმე ტრეკის დემო ვერსია. არმიტაჟი ჯგუფთან ერთად პირდაპირ ეთერშიც გამოვიდა, ის მიწვეულ იქნა ჟურნალ Metal Hammer-ში ინტერვიუსათვის, თუმცა, მოგვიანებით ის ამერიკელმა სოლისტმა, დეივიდ რისმა ჩაანაცვლა.

1989 წელს, იმდროის შემადგენლობით გამოვიდა ახალი ალბომი: Eat the Heat. იმავე წელსვე გაიმართა გასტროლები მხარდამჭერ ჯგუფებთან ერთად: Metal Church, W.A.S.P., Danzig და Armored Saint.

ალბომის მხარდასაჭერი ტურნირის დროს სტეფან კაუფმანმა მიიღო ზურგის სერიოზული ტრავმა რამაც გამოიწვია ჯგუფის კარიერის მოულოდნელი შეწყვეტა. კაუფმანი დროებით შეცვალა House of Lords-ის დრამერმა, კენ მერიმ აშშ-ს ტურნეს დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.

1989 წლის ბოლოს,ტურნირის დასასრულს, ჯგუფმა გადაწყვიტა რომ კაუფმანის გარეშე და რისთან არსებული უთანხმოების გამო, დრო იყო შეწყვეტილიყო მათი საქმიანობა.

გაერთიანება დირკშნაიდერთან (1992–1996 წწ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყოფილი სოლისტი, უდო დირკშნაიდერი ჯგუფთან ერთად Wacken Open Air-ზე 2005წ.

ალბომი: Staying a Life, (1985 წლის ჩაწერილი), როგორც სუვენირი კარიერის აღსანიშნავად, გამოვიდა 1990 წელს.

რამოდენიმე წლის შემდეგ ჯგუფი რეორგანიზდა თავდაპირველ წევრებთან: ჰოფმანთან, კაუფმანთან, დირკშნაიდერთან და ბალტესთან ერთად.

გაერთიანების შემდეგ ჩაიწერა ალბომი სახელად: Objection Overruled,რომელმაც 1993 წელს მოიპოვა წარმატება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რასაც თან მოჰყვა მსოფლიო ტურნირი და კიდევ ერთი ალბომი, სახელწოდებით Death Row. (1994 წ). კაუფმანმა განმეორებითი ზურგის ტრამვის გამო ვერ შეძლო ჯგუფში მონაწილეობა, მისი შემცვლელი დროებით: სტეფან შვარცმანი გახდა.



შესვენება და ხანმოკლე გაერთიანება (1997–2005)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 წლიდან 2005 წლამდე ჯგუფის წევრები დაკავებული იყვნენ სოლო პროექტებზე.

კლასიკური შემადგენლობით: (ჰოფმანი, ბალტესი, დირკშნაიდერი, ფრანკი და შვარცმანი) - 2005 წელს მიიღეო მოწვევა ზაფხულის ევრო ფესტივალის ტურნეზე ევროპის სხვადასხვა პრომოუტერებისაგან. ფესტივალმა განმაცვიფრებელ წარმატებას მიაღწია.

ბოლო შოუ 2005 წლის 27 აგვისტოს კავარნაში, ბულგარეთში, Kaliakra Rock Fest-ზე ჩატარდა.

2007 წლის მაისში მეტალ ლორდების შეკითხვას, აპირებდა თუ არა ჯგუფი ახალი ალბომის ჩაწერას უახლოეს მომავალში, დირკშნაიდერმა უპასუხა: ეს იქნება პრობლემა. მოგეხსენებათ, ძველი ნაწარმოების შესრულება ადვილია, რადგან ისინი უკვე არსებობს. განსაკუთრებით ადვილია ჩემთვის, რადგან ჩემს სოლო ჯგუფში ხშირად ვასრულებ ამ ნაწარმოებს, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ზოგიერთი ჯგუფის წევრისათვის ეს ცოტა რთული აღმოჩნდა, მაგრამ ყველამ დასაფასებელი სამუშაო გაწია სცენაზე. მე მესმის, რომ ხალხს სურს ახალი ალბომი, მაგრამ ერთად ალბომის ჩაწერა იქნება კატასტროფა. ასე უფრო მეტს გავანადგურებთ, ვიდრე შევქმნით. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ჯობია ასე შევინარჩუნოთ.

2009 წლის 14 მაისს, უდო დირკშნაიდერმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ჯგუფ: Accept-ის გაერთიანებაში.


ჯგუფის რეორგანიზაცია, ახალი ალბომი სოლისტ:მარკ ტორნილოსთან ერთად ( Blood of the Nations) (2009–2011)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Accept - სტოკჰოლმში 2010წ.
მარკ ტორნილო (შუაში) გიტარისტ ვოლფ ჰოფმანთან ერთად სტოკჰოლმში, 2010 წლის 20 მაისს. ტორნილომ შეცვალა უდო დირკშნაიდერი ჯგუფის ვოკალისტად, როდესაც Accept-მა რეფორმირება მოახდინა 2009 წელს.

2009 წლის მაისის ბოლოს, მას შემდეგ რაც ბასისტმა, პიტერ ბალტესმა განაცხადა რომ: შაბათ-კვირა გაატარა პენსილვანიაში (საკუთარ სახლში) გიტარისტ ვოლფ ჰოფმანთან ერთად "გასაოცარი სამუშაოებში" კვლავ გავრცელდა ჭორები ჯგუფის შესაძლო რეფორმირების შესახებ. "როგორც კი შევძლებ, ყველას შევატყობინებ სიახლის შესახებ". მოდით, "მეტალის გული" ისევ ავაფეთქოთ." განაცხადა ბალტესმა.

შემთხვევითი შეხვედრა Accept-სა და T.T Quick-ის ყოფილ სოლისტ, მარკ ტორნილოსთან არაფორმალურ ჯემ სესიაზე დაედო საფუძველად ჯგუფის გაერთიანებას. გაერთიანების შემდგომ ჩაიწერა ახალი ალბომი პროდიუსერ: ენდი სნეპთან (რომელიც გახლდათ პროდიუსერი Megadeth, Sabbat, BLAZE, Exodus, Testament, Arch Enemy და Onslaught fame-ის ალბომების.) ალბომი სახელწოდებით: Blood of the Nations, იყო იმ დროის ერთადერთი პირველი ორიგინალური და შემოსავლიანი ალბომი გასული თოთხმეტი წლის განმავლობაში.

თხუთმეტი წლის შემდეგ, 2010 წლის 8 მაისს ნიუ-იორკში შედგა ახალი შემადგენლობის დებიუტი, გრამერსის თეატრში, გაიმართა მათი პირველი ამერიკული კონცერტი.

2010 წლის 21 მაისს ვიდეოკლიპმა: "Teutonic Terror" დაიკავა მე-5 ადგილი მსოფლიო ვიდეო ჩარტებში - MySpace-ის ყველა ჟანრში, და ლიდერობდა ისეთ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიც არიან: მაილი საირუსი, ჯასტინ ბიბერი და კრისტინა აგილერა. ვიდეო კლიპმა ასევე დაიკავა MySpace-ის გლობალური მეტალის ჩარტების პირველი ადგილი.

2010 წლის 13 ივნისს Accept-ი გაიხსნა ჯგუფ: AC/DC-სათვის შტუტგარტში,(გერმანია), ამავე თვეს, 2010 წლის 25 ივნისს ისინი სათავეში ჩაუდგნენ Sonisphere ფესტივალს რუმინეთსა და თურქეთში. ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, კლასიკა, როგორიცაა "Balls to the Wall", "Metal Heart" და "Princess of the Dawn" ახალ ალბომის ტრეკებთან ერთად სცენაზე ცოცხლად იქნა შესრულებული. Blood of the Nations ევროპაში გამოვიდა 2010 წლის 20 აგვისტოს და დაიკავა მე-4 ადგილი ოფიციალურ გერმანულ მედია კონტროლის ჩარტებში, ჯგუფის მეორე უმაღლესი ჩარტების დებიუტი მათ კარიერაში.

Accept-ის გიტარისტი, ვოლფ ჰოფმანი მინსკში, ბელარუსი, 2011 წელი. ჰოფმანი არის უცვლელი გიტარისტი ჯგუფის დაარსებიდან დღემდე. (1976წ)

ალბომ: Blood of the Nations-ის გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ ვოლფ ჰოფმანმა განაცხადა "Metal Asylum"-ს ინტერვიუში: "უკვე ვფიქრობთ ჩავწეროთ მომდევნო სტუდიო ალბომი. ჩვენ ყველას დაგვავიწყდა ბენდი და ვხვდებით თუ რა დავკარგეთ ამ დროის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ ვართ 20 წლის და მზად არ ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვიყოთ წარმატებული, მაგრამ არც ისე სასოწარკვეთილნი ვართ". [იცინის] ჩვენ გავაკეთებთ იმას რასაც აზრი ექნება, და ეს იქნება ჩვენი წარმატება მომავალში.

ალბომი: Stalingrad და Blind Rage (2012–2014)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო მაშტაბის წარმატების შემდეგ, ჯგუფმა თანამშრომლობა გააგრძელა პროდიუსერ: ენდი სნიპთან მათი მეცამეტე სტუდიური ალბომის შესაქმნელად, რომელიც დასრულდა 2012 წლის დასაწყისში. სახელწოდებით Stalingrad, ალბომი გამოცემული იქნა 2012 წლის აპრილში.

2013 წლის 8 აპრილს ვოლფ ჰოფმანმა განუცხადა ჩილეს რადიო Futuro-ს, რომ Accept-მა დაიწყო ახალი მასალის წერა მათი მეთოთხმეტე სტუდიური ალბომისთვის, "როგორც კი შევძლებთ დაბრუნდებით სტუდიაში დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად" განაცხადა ჰოფმანმა.

ოთხი თვის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოს, Bloodstock Open Air ფესტივალზე, ვოლფმა Metal Shock Finland-ის ინტერვიუში განუცხადა რომ: "ვიმედოვნებთ ჩვენი მომდევნო სტუდიური ალბომი მომავალ წელს გამოვა, დავიწყეთ რამოდენიმე კომპოზიციაზე მუშაობა, ამ დროისთვის არ ხდება სიმღერის ჩაწერა მაგრამ ზამთარში - ან მომავალი წლის დასაწყისში - ალბომზე მუშაობას, გვინდა გამოგვივიდეს ისეთივე ხარისხიანი როგორიც წინა ალბომები იყო, შესაძლებელია უკეთესიც კი".

Accept-მა გამოუშვა მეთოთხმეტე სტუდიური ალბომი Blind Rage 2014 წლის 15 აგვისტოს და მსოფლიო ტურნირზე პირველად, შეასრულა ლაივ კონცერტი ავსტრალიაში. Blind Rage გახდა Accept-ის პირველი სტუდიო ალბომი, რომელმაც პირველი ადგილი აიღო 2014 წლის მუსიკალურ ჩარტებში, მშობლიურ გერმანიაში.

ჯგუფიდან წევრების გასვლა და ახალი ალბომი: The Rise Of Chaos (2014–2017)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 28 დეკემბერს გიტარისტმა: ჰერმან ფრანკმა და დრამერმა: სტეფან შვარჩფანმა ჯგუფი დატოვეს. 2015 წლის 12 აპრილს ისინი ჩაანაცვლეს უვე ლულისმა (გიტარისტი) და კრისტოფერ უილიამსი (დრამერი).

2015 წლის 5 ივნისს, ფინეთში, ტამპერეში South Park ფესტივალზე, კულისებში, ბასისტმა პიტერ ბალტესმა Kaaos TV-ს ეთერში განაცხადა რომ Accept გეგმავდა ახალ ალბომზე მუშაობის დაწყებას Blind Rage-ის ტურნეს დასრულების შემდეგ. 2015 წლის ივლისის ინტერვიუში ჯგუფის სამომავლო კარიერის შესახებ კითხვაზე, გიტარისტმა ვოლფ ჰოფმანმა უპასუხა: „რამოდენიმე კვირა ტურნირს გავაგრძელებთ, შემდეგ კი ცოტას დავისვენებთ და შემოდგომაზე დავბრუნდებით, ამ ეტაპისათვის Blind Rage ტურნე თითქმის სრულდება; შემდეგი ალბომი უნდა ჩაიწეროს, მაგრამ როდის მოხდება ეს? ეს მხოლოდ მე ვიცი, სავარაუდოდ ახალი ალბომი გამოვა 2017 წლის ივლისში ან აგვისტოში. გასული სამი ალბომის მსგავსად, პროდიუსერი იქნება ენდი სნიპი".

2017 წლის 16 აპრილს ჯგუფმა განაცხადა რომ ალბომი, სახელწოდებით The Rise of Chaos გამოვა 4 აგვისტოს.

2017 წლის 2 ივნისს ჯგუფმა გამოუშვა ახალი ტრეკის ჩანაწერი Nuclear Blast-ის საშუალებით რომელსაც თან ახლდა ალბომის დიზაინისა და არტის გასაჯაროება.


პიტერ ბალტესის ჯგუფიდან გასვლა და ალბომი:Too Mean to Die (2018-დან დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის სექტემბრის ინტერვიუში The Foundry-თან, გიტარისტმა ვოლფ ჰოფმანმა დაადასტურა, რომ მუშაობენ ახალ ტრეკებზე ალბომ: The Rise of Chaos-ის შემდგომი ნაწილისთვის. ასევე დასძინა: „ჩვენ ვაწყობთ კომპოზიციებს და ვწერთ ტექსტებს ეტაპობრივად, მაგრამ სტუდიური ჩაწერა მოხდება გასტროლების დასრულების შემდეგ, რადგან "გზაზე" ამის გაკეთება ნამდვილად რთულია ჩემთვის"

2018 წლის 27 ნოემბერს, ბასისტმა პიტერ ბალტესმა განუცხადა საზოგადოებას, რომ ტოვებს ჯგუფს. ის 42 წლის განმავლობაში ჯგუფის აქტიური წევრი იყო. ჯგუფის თქმით, პიტერს მის ცხოვრებაში სჭირდებოდა ცვლილება, "ჩვენ გვინდა ვუსურვოთ მას ყოველივე საუკეთესო. ის ყოველთვის იქნება Accept-ის ოჯახის წევრი,მისი შემოქმედების ჯგუფისადმი პატივის მისაგებად, ჩვენ ყველამ უნდა ვუსურვოთ მას წარმატებები".

ბალტესის წასვლით შემდეგ, გიტარისტი ვოლფ ჰოფმანი დარჩა ერთადერთი უცვლელი წარმომადგენელი ჯგუფის ისტორიაში.

ული ჯონ როტის ყოფილი ფრონტმენი, მარტინ მოტნიკი 2019 წლის 16 აპრილს გამოცხადდა ბალტესის მუდმივ შემცვლელად. სამი დღის შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა სპეციალური შვიდი დიუმიანი სინგლი სახელწოდებით "Life's a Bitch", რომელიც გახდა მათი პირველი აუდიო ჩანაწერი პიტერ ბალტესის გარეშე.

2019 წლის 1 ნოემბერს ჯგუფმა განაცხადა რომ ფილიპ შოუსი, (ადრინდელი ტურნეს დამატებითი წევრი), შეუერთდა ჯგუფს, როგორც მათი მესამე გიტარისტი, რის შედეგადაც Accept გადააქცია სიქსტეტად.

2020 წლის 2 ოქტომბერს გამოვიდა: "The Undertaker", როგორც პირველი სინგლი მათი მომავალი მეთექვსმეტე სტუდიური ალბომიდან Too Mean to Die (გამოვიდა: 2021 წლის 29 იანვარს.)

ალბომი ჩაიწერა COVID-19 პანდემიის დროს ნეშვილში პროდიუსერ ენდი სნიპის მიერ, ალბომს მცირე დააკლდა მომხვდარიყო გერმანულ ჩარტებში პირველ ადგილას.

ინტერვიუში ჯგუფმა განაცხადა: "ჩვენ ვართ ძალიან ბოროტები სიკვდილისათვის" სარეველა ვერაფერს დაგვაკლებს! Accept არ დაეცემა!" ალბომის მხარდასაჭერად ტურნე დაიწყო 2021 წლის 2 ივლისს Penn's-ში. Too Mean to Die-ის ტური გაგრძელდა თითქმის ორი წლის განმავლობაში, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე მოიცავდა აშშ-ს მთავარ ტურნეს Narcotic Wasteland-თან ერთად, რასაც მოჰყვა ევროპული ტური 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ფილ კემპბელთან და ბასტარდთან ერთად. ეს ტური თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2022 წლის იანვარსა და თებერვალში, მაგრამ COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე ის გადაიდო ერთი წლით.

2022 წლის 17 თებერვალს ჯგუფმა გამოაცხადა, რომ მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას Napalm Records-თან.


წევრები:

მთავარი სტატია: ჯგუფის წევრები

  • ვოლფ ჰოფმანი – სოლო გიტარა, დამხმარე ვოკალი, (1976–1989, 1992–1997, 2005, 2009–დღემდე)
  • მარკ ტორნილო – სოლისტი (2009-დან დღემდე)
  • უვე ლულისი – რითმ გიტარა (2015–დან დღემდე)
  • კრისტოფერ იულიამსი – დრამერი (2015–დან დღემდე)
  • მარტინ მოტნიკი – ბას გიტარა (2019-დან დღემდე)
  • ფილიპ შოუსი – რითმ გიტარა, (სოლო გიტარა 2019-დან დღემდე)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]