შინაარსზე გადასვლა

ირანის შაჰრესტანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირანი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ირანის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ირანის ტერიტორია იყოფა ოსტნებად, ოსტნები კი იყოფა შაჰრისტანებად. ირანის ოსტნების ტერიტორიაზე არის მნიშვნელოვანი ქალაქები სპეციალური უფლებებით, რომლებსაც ბახშები ჰქვია (სპარს. بخش ბახში). შაჰრისტანების ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი სოფელია. დიდი ქალაქების გარშემო შეკრებილი მრავალი სოფელი წარმოქმნის ქალაქების მნიშვნელოვან აგლომერაციებს, ირანის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი აგლომარაცია თეირანს ეკუთვნის. ირანის შაჰრისტანებში გავრცელებულია მრავალი ენა, მაგრამ შაჰრისტანებში ძირითადად მაინც სპარსულ ენაზე საუბრობენ, აგრეთვე ბევრი საუბრობს ინგლისურ ენაზე და ადგილობრივი ენების დიალექტებზე.

შაჰრისტანების მმართველები არიან გუბერნატორები, რომელებსაც ნიშნავენ ოსტნის მმართველები.

ირანის ოსტნებიდან, ფარსის შემადგენლობაში არის 23 შაჰრისტანი, სემნანის და ჩრდილოეთ ხორესანის შემადგენლობაში კი 4 შაჰრისტანი. ირანის ოსტნებიდან ყველაზე ცოტა შაჰრისტანი აქვს ყუმის ოსტანს 1 შაჰრისტანი. საერთო ჯამში სრულიად ირანის ტერიტორიაზე 324 შაჰრისტანია.

ირანის შაჰრისტანები

ირანის შაჰრისტანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]