ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი
„ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ | |
---|---|
Lillebror och Karlsson på taket | |
წიგნის გარეკანი, შვედური გამოცემა | |
ავტორი | ასტრიდ ლინდგრენი |
ილუსტრატორი | ილონ ვიკლანდი |
ქვეყანა | შვედეთი |
ენა | შვედური |
თემა | მეგობრობა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | Rabén & Sjögren |
გამოცემის თარიღი | 1955 |
მომდევნო | „სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ მოფრინდა“ |
„ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ (შვედ. Lillebror och Karlsson på taket) — რიგით პირველი წიგნი კარლსონის შესახებ ზღაპრების სერიაში. მისი ავტორია ასტრიდ ლინდგრენი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიჭუნა ოჯახში ყველაზე საყვარელი ბავშვია, თუმცა მის გარდა იქ აგრეთვე ბოსე (ძმა) და ბეტანი (და) ცხოვრობენ. ერთ დღეს ბიჭუნა ყველაზე და ყველაფერზე ნაწყენია. ამ დროს ფანჯარას ჩაუფრენს პროპელერიანი, სახურავის ბინადარი კაცუნა კარლსონი, რომელიც იმ დღიდან მისი დიდი მეგობარი ხდება. სხვები თვლიან, რომ იგი მხოლოდ ბიჭუნას ფანტაზიის ნაყოფია. მაგრამ ყველაფერი უფრო სერიოზულ ტონს იძენს მას შემდეგ, რაც კარლსონს ბიჭუნა თავისთან სახურავზე, სტუმრად მომცრო ზომის სახლში მიჰყავს.
ბიჭუნა ასევე ოცნებობს საკუთარ ძაღლზე. დაბადების დღეზე იგი, როგორც იქნა, მიიღებს ამ საჩუქარს. მაგრამ დაბადების დღეზე მისი ოჯახი დარწმუნდება, რომ კარლსონი ნამდვილად არსებობს - ვინაიდან იგი თავად ეწვევა ბიჭუნას.
ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტოკჰოლმურ გაზეთში ერთხელ გამოქვეყნდა განცხადება: „100 000 კრონი მას, ვინც მოძებნის სახურავს, რომელზეც კარლსონის სახლი მდებარეობს.“ ლინდგრენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ბავშვები დაიწყებდნენ სახურავებზე ასვლას. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად თავად გამოაქვეყნა მისამართი - „სტოკჰოლმი, ვულკანუსგატანი, 12“. ამ მისამართზე ოდესღაც თავად ცხოვრობდა[1].
ადაპტაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანიმაციური ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ბიჭუნა და კარლსონი“ (სსრკ), 1968.
- „სახურავის ბინადარი კარლსონი“ (შვედეთი—გერმანია), 2002.
მხატვრული ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მსოფლიოს საუკეთესო კარლსონი“ (შვედეთი, 1974), (შვედეთი—გერმანია, 4 სერია)
ტელესპექტაკლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ (შ/გ „ეკრანი“ და მოსკოვის სატირის თეატრი, 1971)
რადიოდადგმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, 1958.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|