შინაარსზე გადასვლა

საჰაერო ხრახნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საჰაერო ხრახნი, პროპელერი — მაძრავი, რომელშიც წევის ძალა იქმნება ძრავას რამდენიმე მბრუნავი ფრთის მეშვეობით. ამ ფრთების მუშა ზედაპირი საფრენი აპარატის ფრთის ფორმის მსგავსია და მათ ძრავა აბრუნებს. საჰაერო ხრახნს იყენებენ თვითმფრინავებში, დირიჟაბლებში, აერომარხილებში და სხვა. შვეულმფრენებში საჰაერო ხრახნი ძირითადად ამწევ ძალას ქმნის და მას მზიდი ხრახნი ეწოდება. დანიშნულების მიხედვით საჰაერო ხრახნი, არის მზიდი, წევისა და კომბინირებული; ამძრავის მიმართ განლაგების მიხედვით — მწეველი და წამბიძგებელი; კონსტრუქციის მიხედვით — ცვლადი და უცვლელი ბიჯისა და ა. შ.; უკუგდებული ჭავლის დაგრეხაზე დახარჯული სიმძლავრის დანაკარგების შესამცირებლად იყენებენ ერთმანეთის საწინა- აღმდეგო მიმართულებით მბრუნავ თანაღერძულ საჰაერო ხრახნებს.