შინაარსზე გადასვლა

საფრანგეთის პირველი იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საფრანგეთის იმპერია.
საფრანგეთის პირველი იმპერია
Empire Français

იმპერია

 

 

 

 

18041815
 

 

 

 

 

 

 

 

დროშა გერბი

  •   საფრანგეთის იმპერია
  •   სატელიტი ქვეყნები
დედაქალაქი პარიზი
ენა ფრანგული
რელიგია კათოლიციზმი, ლუთერანიზმი, კალვინიზმი, იუდაიზმი
ფულის ერთეული ფრანგული ფრანკი
ფართობი 2 100 000 კმ²
მოსახლეობა 44 მლნ.
მმართველობის ფორმა იმპერია
დინასტია ბონაპარტიდები
იმპერატორი
 - 1804–1814/1815 ნაპოლეონ I
 - 1815 ნაპოლეონ II
ისტორია
 - XII წლის კონსტიტუცია 18 მაისი 1804
 - ნაპოლეონ I-ის კორონაცია 2 დეკემბერი 1804
 - ტილზიტის ზავი 7 ივლისი 1807
 - რუსეთში შეჭრა 24 ივნისი 1812
 - ფონტენბლოს ხელშეკრულება 11 აპრილი 1814
 - ასი დღე 20 მარტი-7 ივლისი 1815

საფრანგეთის პირველი იმპერია (ფრანგ. Le Premier Empire) — ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერიის ეპოქა საფრანგეთში.

1804 წლიდან საფრანგეთის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება.18 მაისს საფრანგეთის პირველმა კონსულმა ნაპოლეონ ბონაპარტმა თავი იმპერატორად გამოაცხადა, ხოლო 2 დეკემბერს მისი იმპერატორად კურთხევის ცერემონია გაიმართა. მისი მმართველობის პერიოდი, მცირე შესვენებებით სავსე იყო უამრავი ბრძოლებით. აღნიშნული ბრძოლები თავდაპირველად საფრანგეთისთვის სასარგებლო შედეგებით მთავრდებოდა, თუმცა იყო არასასიამოვნო მომენტებიც (ტრაფალგარის ბრძოლა, ლაიფციგის ბრძოლა). საფრანგეთმა თავისი ხელისუფლება და გავლენა თითქმის მთელ ევროპაზე გაავრცელა. აღმავლობას განიცდიდა ფრანგული კულტურაც. საფრანგეთის ფართობი 1790 წლიდან 1810 წლამდე ერთნახევარჯერ გაიზარდა.

რუსეთში განცდილი მარცხი ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი გახდა. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ ევროპის ქვეყნები. 1813 წლის ოქტომბერში ლაიფციგთან ნაპოლეონის არმიის ნარჩენებს ბრძოლა მოუხდათ მოკავშირეებთან რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, შვედეთის არმიებთან (ე. წ. ხალხთა ბრძოლა), სადაც ფრანგები დამარცხდნენ. მოკავშირეები 1814 წელს პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი გადადგა. იგი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. პარიზში ბურბონები და რევოლუციის დროს გაქცეული არისტოკრატები დაბრუნდნენ.

საფრანგეთის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ძველი რეჟიმის აღდგენას. ნაპოლეონმა ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით და ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთში დაბრუნდა. ნაპოლეონის მმართველობის ბოლო თვეებს „ასი დღე“ უწოდეს. მოკავშირეებმა ომი განაახლეს. 1815 წლის 18 ივნისს, ბელგიის ახლოს, სოფელ ვატერლოოსთან ნაპოლეონი თავის უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა. საფრანგეთის პირველი იმპერია, რომელმაც ოფიციალურად 1815 წლის 7 ივლისამდე იარსება, დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]